მომსახურების პირობები - Saitebi.Net
Saitebi.Net-ზე შესვლით ან მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.
Saitebi.Net წარმოადგენს საიტების კატალოგს, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა კატეგორიის ვებგვერდების ბმულები მომხმარებელთა მოხერხებულობისთვის.
მომხმარებლის მიერ საიტის კატალოგში დამატებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და არ უნდა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას ან მესამე პირის უფლებებს.
Saitebi.Net შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ვებ-საიტების ბმულებს. ამ ბმულებზე გადასვლისას მომხმარებელი ტოვებს Saitebi.Net-ს და ექვემდებარება შესაბამისი ვებ-საიტის წესებსა და პოლიტიკას.
საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ უარი თქვას საიტის დამატებაზე ან წაშალოს უკვე დამატებული საიტი, თუ ის არღვევს კატალოგის წესებს ან შეიცავს მავნე, თაღლითურ თუ კანონსაწინააღმდეგო კონტენტს.
საიტის დამატებისას მოწოდებული ინფორმაცია (ბმული, აღწერა, კატეგორია) უნდა იყოს ზუსტი და ნამდვილი. ყალბი ან შეცდომაში შემყვანი მონაცემების მითითება იწვევს განაცხადის უარყოფას.
რეკლამის განთავსება კატალოგზე შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, „რეკლამა“ გვერდზე მითითებული პირობების შესაბამისად.
კატალოგზე აკრძალულია ისეთი საიტების დამატება, რომლებიც შეიცავს ძალადობის, თაღლითობის, საავტორო უფლებების დარღვევის ან სხვა კანონსაწინააღმდეგო კონტენტის პროპაგანდას.
Saitebi.Net იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ცვლილებები ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
წინამდებარე პირობებთან დაკავშირებული შეკითხვების ან უთანხმოების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კონტაქტის გვერდის საშუალებით.
